Monday, August 3, 2009

2 little princess :love:


უკვე დიდი ხანი გავიდა რაც გავიგე რომ ტყუპებს ველოდები.....ძალიან შოკირებული ვიყავი ამ აღმოჩენით :) და ერთი სული მქონდა როდის გავიგებდი სქეს... თიტქმის 1 თვის წინ ვიყავი ეხოზე და მითხრეს რომ 2 ვე გოგოა :) ძალიან ძალიან გამიხარდა...ჯერ ეხოზე რომ დავინახე ჩემი პატარები და გულისცემა რომ მომასმენინა მათითაშვილმა ტირილი დავიწყე :) ერთი სული მაქვს როდის გავა ეს 20 კვირა რომ გულში ჩავიკრა ჩემი პრინცესები....ძალიან მინდოდა სადმე გასვლა დასასვენებლად მაგრამ ვერ ვახერხებ :( ექიმს ეშინია ჩემი გაშვება, წყნეთშიც კი ვერ ავდივარ მაღალი ჰაერია და წნევამ არ ამიწიოს მეშინია ....კომპთან დიდ დროს არ ვატარებს...ბევრი ჯდომა არ არის სასურველიო ექიმმა, მაგრამ ქმარუკა შემპირდა,რომ ლეპტოპს მიყიდის და მერე უფრო ხშირად ვიქნები ხოლმე თქვენთან....სურათებსაც ბევრს ვერ ვიგებ, თუმცა ეღტი დღე ფოტოსესია უნდა მოვაწყო...საერთოდ არ მაქვს ღიპიანი სურატები... :)

Thursday, June 18, 2009

:))

დღეს ეხოზე ვიყავი :) და როგორც აღმოჩნდა ტყუპებს ველოდები :) ბევრ ვერაფერს დავცერ,ჯერ შოკში ვარ :) მერე მოვალ და მოგიყვებით

Sunday, June 14, 2009

Pregnanacy...


დიდი ხანია არ დამიპოსტია...ამასობაში ჩემი ბაიაც გაიზარდა . ის უკვე 13 კვირის არის თითქის.. მუცელიც დამეტყო :) smileysნელ-ნელა მიწევს გარდერობის განახლება რადგან ძველი რაღაცეები საერთოდ აღარ მეტევა :D შეიძლება დღეს ჩავიცვა და ხვალ ვეღარ ჩავიცვა :) უკვე ტოკსიკოზმაც გამიარა და თამამად შევაბიჯეთ მე და ჩემმა ბაიამ მე2ე ტრიმესტრშჰი :) ძალიან მალე გადის დრო ამ კვირაში ეხოზე ცავალ და გავიგებ ჩემი პატარა გოგოა თუ ბიჭი :) მე გოგო მინდა რო იყოს, აჩის ბიჭი და ვნახოთ აბა :) ოღOნდ აჩი ისე არის დარწმუნებული რომ ბიჭი უნდა გვყავდეს არ გინდა ეხოო :D ისედაც ვიციო :D ზოგჯერ ტყუპები მესიზმერბი და დიდი არის შანსი იმისა რომ ტყუპები იყოს :D smilies

Tuesday, April 21, 2009

Friday, March 6, 2009

:happy:


ყველაფერი ზუსტად ისე მიდის როგორც მე მინდა :)

როგორც იქნე გადავაფიქრებინეთ ქორწილის გაკეთება :)

25 ივნის ჯვარს დავიწერთ და ხელს მოვაწერთ :) ძალიან ვიქრო წერში ავღნიშნავთ .... და 26 საქორწინო მოგზაურობაში წავალთ :) სავარაუდად საფრანგეთსი ან იტალიაში :) ჯერ ეგეც არ გადაგვიწყვეტია და იმედია არაფერი არ შეგვიშლის ხელს :)

მეჯვარეზეც გამომდის როგორც მე მინდოდა :)

ცჰემი ბავსჰობის უსაყვარლესი დაქალი დიანა ცჰამოვა ამერიკიდან :) ძალიან მიხარიააა აი ძალიან და მინდა რაც შეიძლება მალე მოვიდეს ეგ დღე :)


უკვე 2 თვეზე მეტია რაც ერთად ვართ :) და თითქოს გუშინ იყო ის დღე როცა გავიპარეთ :) ძალიან მალე გარბის დრო, თითქოს არაფერს არ ვაკეთებ და ორშაბათიდან პარასკევამდე ისე გადახტება კვირას აზრზე მოსვლასაც ვერ ვასწრებ :) ძალიან მენატრებიან გოგოები :( დეა, თაკა და მარიამი :) კომპი მქონდა დიდი ხანი გაფუჭებული და ვერ ვწერდი ეხალ უფრო ხსჰირად დავწერ ხოლმე :)

Thursday, January 29, 2009

1 თვე...


დღეს ზუსტად ერთი თვეა რაც ჩემი ცხოვრება შეიცვალა,... დღეს ზუსტად ერთი თვეა რაც ჩემი ცხოვრება შეიცვალა, არა ცხოვრება კი არა ალბათ უფრო სტატუსი შეიცვალა. ახლა უკვე გათხოვილი ქალი მქვია :) მაგრამ ჯერ ამას სერიოზულად არ აგვითქვამ, ანუ ისევ ისეთი ვარ როგორიც ადრე :) არანაირად არ ვარ არაფერში შეზღუდული :) უბრალოდ მარჯვენა ხელს "კალიცო" მიმშვენებს....ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი თუ ეს ყველაფერი ასე უცებ იქნებოდა... მაგრამ.... მოხდა და ახლა ბედნიერი ვარ :) ჩემს სახლში ყველა ქორწილზე ლაპარაკობს, რომელიც მე არ მინდა :( არასდროს მინდოდა გრანდიოზული ქორწილი... მინდა სადმე პატარა ეკლესიაში ჯვარი დავიწეროთ მერე ხელი მოვაწეროთ და ძალიან ვიწრო წრეში.... მაგრამ მამაჩემი ბრაზდება და ჩემი მამამთლიც :( ძალიან მინდა რომ გადავარწმუნო :( და დიდი იმედი მაქ რომ შევძლებ... ზოგჯერ ბევრი ემოციები მაქ მინდა ამოვიდე და დავწერო რაღაც მაგრამ მერე სულ მეფანტება ყველაფერი....ამოვდივარ კომპტან და ვერ ვიხსენებ რა უნდა დამეწერა... არა და ადრე როცა ჩემი ცხოვრება ერთ ფერში იყო სულ კომპთან ვიყავი და რაღაც სისულელეებს ვწერდი ხოლმე ... ეხლა კი აგარ...ყველა დღე რაღაც ახალით იწყება...და ძალიან მიხარია...

Monday, January 12, 2009

HAPPY NEW YEAR!!!!


პირველი პოსტია 2009 წელს :)

ჰო და ყველას გილოცავთ 2009 წლის დადგომას ძალიან მიყვარხართ :)

ბევრიიი ძალიააან მაგარი რაღაც მოხდა :) ყველაზე საშინელი წელი ყველაზე კარგად დამთავრდა და ასევე შესანიშნავად დაიწყო ახალი 2009 წელი :) ყოველი დღე რაღაც ახალით იწყება, სულ უფრო და უფრო საინტერესო. იმის დროც კი აღარ მაქვს რომ დავწერო რამე, ფორუმზე და ოდნაკლასნიკზეც იშვიათად შევდივარ... სკაიპზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია :) მიუხედავად იმისა რომ კომპი მთელი დღე თავისუფალი აღარ მინდა...დამეწყო გამოცდების კვირა... დღეს 1 უკვე ჩავაბარე... 18 ში მაქვს ბოლო გამოცდა და იმედი მაქ წარმატებით ჩავაბარებ...ცოტა კი მიჭირს მეცადინეობდა...მაინც ახალი სახლი, ახალი ოჯახი და რაღაც...

ვითომ კაბის ასარჩევად დავჯექი მაგრამ ჯერ არც კი მინახია არაფერი... ღმერთო რამდენი საქმე მაქ და ეს გამოცდები მეჩხირება უუუფ :( მაგრამ მოვასწერებ ყველაფერს მოვასწრებ....და ჯვრიწერისთვის ყველაფერი ძალიან კარგად იქნება :)