Thursday, January 29, 2009

1 თვე...


დღეს ზუსტად ერთი თვეა რაც ჩემი ცხოვრება შეიცვალა,... დღეს ზუსტად ერთი თვეა რაც ჩემი ცხოვრება შეიცვალა, არა ცხოვრება კი არა ალბათ უფრო სტატუსი შეიცვალა. ახლა უკვე გათხოვილი ქალი მქვია :) მაგრამ ჯერ ამას სერიოზულად არ აგვითქვამ, ანუ ისევ ისეთი ვარ როგორიც ადრე :) არანაირად არ ვარ არაფერში შეზღუდული :) უბრალოდ მარჯვენა ხელს "კალიცო" მიმშვენებს....ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი თუ ეს ყველაფერი ასე უცებ იქნებოდა... მაგრამ.... მოხდა და ახლა ბედნიერი ვარ :) ჩემს სახლში ყველა ქორწილზე ლაპარაკობს, რომელიც მე არ მინდა :( არასდროს მინდოდა გრანდიოზული ქორწილი... მინდა სადმე პატარა ეკლესიაში ჯვარი დავიწეროთ მერე ხელი მოვაწეროთ და ძალიან ვიწრო წრეში.... მაგრამ მამაჩემი ბრაზდება და ჩემი მამამთლიც :( ძალიან მინდა რომ გადავარწმუნო :( და დიდი იმედი მაქ რომ შევძლებ... ზოგჯერ ბევრი ემოციები მაქ მინდა ამოვიდე და დავწერო რაღაც მაგრამ მერე სულ მეფანტება ყველაფერი....ამოვდივარ კომპტან და ვერ ვიხსენებ რა უნდა დამეწერა... არა და ადრე როცა ჩემი ცხოვრება ერთ ფერში იყო სულ კომპთან ვიყავი და რაღაც სისულელეებს ვწერდი ხოლმე ... ეხლა კი აგარ...ყველა დღე რაღაც ახალით იწყება...და ძალიან მიხარია...

Monday, January 12, 2009

HAPPY NEW YEAR!!!!


პირველი პოსტია 2009 წელს :)

ჰო და ყველას გილოცავთ 2009 წლის დადგომას ძალიან მიყვარხართ :)

ბევრიიი ძალიააან მაგარი რაღაც მოხდა :) ყველაზე საშინელი წელი ყველაზე კარგად დამთავრდა და ასევე შესანიშნავად დაიწყო ახალი 2009 წელი :) ყოველი დღე რაღაც ახალით იწყება, სულ უფრო და უფრო საინტერესო. იმის დროც კი აღარ მაქვს რომ დავწერო რამე, ფორუმზე და ოდნაკლასნიკზეც იშვიათად შევდივარ... სკაიპზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია :) მიუხედავად იმისა რომ კომპი მთელი დღე თავისუფალი აღარ მინდა...დამეწყო გამოცდების კვირა... დღეს 1 უკვე ჩავაბარე... 18 ში მაქვს ბოლო გამოცდა და იმედი მაქ წარმატებით ჩავაბარებ...ცოტა კი მიჭირს მეცადინეობდა...მაინც ახალი სახლი, ახალი ოჯახი და რაღაც...

ვითომ კაბის ასარჩევად დავჯექი მაგრამ ჯერ არც კი მინახია არაფერი... ღმერთო რამდენი საქმე მაქ და ეს გამოცდები მეჩხირება უუუფ :( მაგრამ მოვასწერებ ყველაფერს მოვასწრებ....და ჯვრიწერისთვის ყველაფერი ძალიან კარგად იქნება :)

November 24-25, 2009