Friday, December 26, 2008

I'm happy :)



დიდი ხანია მინდა დავპოსტო და ვერ ვპოსტავ :)
არ ვიცი რა დავწერო :)
როცა კარგად ვარ არასდროს არ ვიცი რა უნდა დავწერო და ვერასდროს ვერ ვპოულობ შესაფერის სიტყვებს აი როცა ცუდად ვარ მაშინ კი მაგარი ვარ წერაში :)
მაგრამ როგორც ეხლა ვარ ამას კარგად ყოფნა არ ქვია :)
არ ვიცი რა ქვია
ზე- კარგად ვარ :)
ზე-ბედნიერი ვარ :)
ასეთი 3 წლის წინ ვიყავი...
და ახლაც ასე ვარ :)
და ისევ ამ ადამიანის დამსახურებაა....
და ყველაფერი დედას დამსახურებაც არის  რომელმაც სწორ გზაზე დამაყენა მისი ერთი სიტყვა საკმარი იყო ჩემთვის მან მხოლოდ ეს მითხრა: "მარიამ,ღმერთი გვაპატიობს შეცდომებს  და ჩვენ ადამიანები ხო მითუმეტეს უნდა ვპატიობდეთ ერთმანეთსო"
ეგრეც მოხდა ვაპატიე...და ახლა ბედნიერი ვარ...
ბედნიერი ვარ იმიტო რომ მიყვარდა ... დიდი ხანი მიყვარდა ....
და ახლაც მიყვარს...მასაც ვუყვარვარ ...და მთელი ამ დროის განმავლობაში ვუყვარდი...არასდროს გამჩენია ეჭვი მის სიყვარულში არასდროს...და მჯერა იმის რომ არ შემეპარება...2008 წელი კარგად დაიცყო...საშინელი ზაფხილი და შემოდგომა იყო...და სრულდება კიდევ უფრო კარგად ვიდრე დაიწყო...ზოგჯერ ბედნიერებისგან მინდა ვყვიროდე და ყველას ვეუბნებოდე როგორი ბედნიერი ვარ....მაგრამ თავს ვიკავებ...ბევრს გაუხარდება და ბევრს არა....არ ვიცი რა იქნება კიდე ამ წელს :) მაგრამ შეიძლება კიდე რამე საინტერესო მოხდეს :) )

ყველას ყველას ჩემს ბლოგერებს....ჩემს მეგობრებს....ჩემს ფორუმელებს....და ყველას მინდა მოვუხადო ბოდიში თუ რამე გაწყენინეთ...და იმედია 2009 წელს არანაირი წყენა აღარ იქნება ჩვენს შორის :)

Saturday, December 20, 2008

ემოციებით აღსავსე მე :)


ძლივს მოვაღწიე კომპტან :)

მთელი საღამო მობილით ვჯახირობდი , ეხლა კი როგორც იქნა კომპტან ვარ :)

როგორ მინდოდა გუშინ დამეწერა და ვერ მოვახერხე :(

მოგვიანებით გილოცავთ ნიკოლოზობას :)

წმინდა ნიკოლოზის ძალა და მადლი შეგეწიოთ....


გუშინ ემოციებით აღსავსე ვიყავი.... ძალიან კარგი დღე მქონდა...ძალიან ბევრი თოვლი....ვერ წარმოვიდგენდი თუ თბილისში იყო კიდე ამდენნი თოვლი....მე ძალიან მინდოდა ისევ თოვლი....მინდოდა რო მეგუნდავა...და მან ეს ამისრულა, წამიყვანა იქ სადაც ძალიან ბევრი თოვლი იყო...მართალი გზები ისეთი მოყინული იყო რო მთელი გზა ვკიოდი :(

მაგრამ საბოლოოდ როცა ავაღწიეთ და მანქანიდან გადმოვედი ჩემზე ბედნიერი არავინ არ იყო....ყოველშემთხვევაში მე ასე მეგონა...ბედნიერი ვიყავი იმიტომ რომ არაფერი აღარ მქონდა სადარდებელი....ყველა პრობლემას ხელი დავუქნიე დილით...ყველაფერს....ეხლა კი მარტო თოვლი და მასთან ერთად ყოფნა მახარებდა...თოვლი რომელიც ჩვენ ასე ძალიან გვიყვარს....ზამთარი ჯერ ეხლა დაიწყო და უკვე ამდენი თოვლი და ემოციებით აღსავსე მე :) მჯერა რომ 2008-2009 წლის წამთარი ყველაზე კარგად დამამახსოვრდება....


ეხლაც ვუყურებ თოვლს და ვფიქრობ ნეტა საღამომდე დადოს...რომ ისევ წავიდეთ პარკში ბეეეეეეეევრი ბავშვები და ვიგუნდაოთ.... ან ფორუმელებთან ერთად წავიდოდი საგუნდაოდ მაგრამ ეგ დღეს ვერ მოხერხდება სამწუხაროდ... დედას უნდა დაველოდო, დედა კი გვიან მოვა... ალბათ ხვალ დღისით ჯობია თუ ისევ იქნა თოვლი....თან ხვალ კვირაა და ყველა ისვენებს....

Thursday, December 18, 2008

Я научилась просто, мудро жить...

Я научилась просто, мудро жить,
Смотреть на небо и молиться Богу,
И долго перед вечером бродить,
Чтоб утомить ненужную тревогу.

Когда шуршат в овраге лопухи
И никнет гроздь рябины желто-красной,
Слагаю я веселые стихи
О жизни тленной, тленной и прекрасной.

Я возвращаюсь. Лижет мне ладонь
Пушистый кот, мурлыкает умильней,
И яркий загорается огонь
На башенке озерной лесопильни.

Лишь изредка прорезывает тишь
Крик аиста, слетевшего на крышу.
И если в дверь мою ты постучишь,
Мне кажется, я даже не услышу.

Monday, December 15, 2008

პირველი თოვლი...


საკმაოდ გვიანი იყო....მე თბილად შეფუთული კომპთან ვიჯეQი და კაკაოს ვსვავდი....ამ დროს სკყპეს პანჯარა გამოხტა....ადამიანის რომელიც დიდი ხნის წინ ამოვშალი სკაიპიდან.... "გაიხედე მარიამ, გარეთ თოვლი მოდის...ეს პირველი თოვლია რომელიც შენ ასე ძალიან გიყვარს....", უცებ წამოვხტი და ფანჯარას ვეცი....მართლაც თოვლი იყო....მსხვილი ფანტელები ცვიოდა ციდან...სასტიკად მომინდა გარეთ გასვლა... მაგრამ ვიცოდი რომ არარეალური იყო....ღამის 2 საათი იყო...მშურდა იმ ხალხის ვინც გარეთ შეიძლება ყოფილიყო....ამასობაში 3 საათი გახდა...ლოგინი გავშალე და დაწოლას ვაპირებდი,სანამ დაცწვებოდი გადავცყვიტე ნიკუშასთვის მიმეწერა, რომელიც გარეთ იყო...მივწერე და რამდენი წუთში პასუხიც მივიღე...თითქოს გულმა უგრძნო რო დაწოლას ვაპირებდი და მოვიდა რომ გამომელაპარაკოს ცოტა.....

დილით გავიღვიძე და პირველი ის ვიფიქრე თოვლი ხომ არ დადნა.... გადავიხედე და მართლაც დნებოდა...დნებოდა მაგრამ ისევ მოდიოდა....თოვლის ფიფქები შეუჩერებლივ ეცემოდნენ ატალახებულ მიწაზე....ჩავიცვი და გავედი...იდეაში სემინარი მქონდა....მივდიოდი და სად მივდიოდი არ ვიცოდი....ვცდილობდი თოვლში მევლო....და ბედნიერებისგან არ ვიცოდი რა მეკეთებინა, პატარა, სულელი ბავშვივით დავდიოდი....და ვგრძნობდი ფიფქები რომ სახეზე მადნებოდა...სემინარის დაწყებამდე სულ რაღაც 5 წუთი იყო დარჩენილი მეტრო "ავლაბართან" რომ ჩამოვედი მარშუტკიდან.... და მე არ ვჩქარობდი...ნელ-ნელა მოვუყვებოდი ქუჩას და ისევ ვცდილობდი ისეთ ადგილას დამედგა ფეხი სადაც ჯერ თოვლი იყო....2ვე სემინარი წარმატებულად ჩავაბარე...სახლში მოვედი და მთელი დღე ჩემს საყვარელ სავარძელში კაკაოს უზარმაზარო ჭიქით და კარგ ფილმით გავატარე....ძალიან კაი დღე იყო...
მიუხედავად იმისა რომ საშინლად მტკივა ყელი და ყური.... და სიცხე მაქ ტითქის 39 :( მაგრამ ეგ არაუშავს.... გამივლის :*

Sunday, December 14, 2008

life is beautiful....


თურმე ცხოვრება მშვენიერია საკმარისია მას სხვა მხრიდან შეხედო და ყველაფერი სხვანაირად მოგეჩვენება....და ყველაფრი რაც ხდება ხდება უკეთესისათვის....

ძალიან კარგი დღეები მქონდა....სახლში დავასრულეთ რემონტი :)
დღეს ვიქალე და დედას მივეხმარე დალაგებაში, მაგრამ მერე გამახსენდა რომ ხვალ 2 სემინარი ვარ და ჩავიკეტე ოთახში...წიგნით ხელში ჩამეძინა...როცა გამეღვიძა თავს ცუდად ვგრძნობდი ....და სიცხე მქონია...მაგრამ ეგ არაუშავს გამივლის....ყველაფერი რაც ცუდი მოხდა უნდა მომხდარიყო...ნუ უკვე მკიდია რაც მოხდა....გუშინ გიგას დაბ.დღე იყო და ჩემს სულელუკა ძმას ეგონა რო ბევრს ვსვავდი არა და სულ 4 ჭიქა დავლიე მგონი.... ღამე ძალიან ამტკივდა გული.... :( მაგრამ მალევე გამიარა....დღეს ბევრი გეგმა მქონდა და ჩამეშალა ყველაფერი...ლოკომოტივზე წასვლა, ციგურებზე სრიალი,ნატასთან გასვლა,მარიამისთვის დაბ დღეზე მისვლა....მაგრამ ყველაფერს სახლში დარჩენა და დედის დახმარება ვამჯობინე...დღეს ბიჭებმა გამახარეს 1-0 მოუგეს ლოკომოტივს და კვლავ 1ელ ადგილს ინარჩუნებენ ...რამდენიმე დღის წინ ერთი ადამიანი გავიცანი, არა კი არ გავიცანი უბრალოდ დავუმეგობრდი....ვიცნობდი მას თუ მაგას რა თქმა უნდა ცნობა ჰქვია :)
და მართლაც ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა....მან მასწავლა რომ ყველაფერს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს....

Wednesday, December 10, 2008

მახსოვს იმ საღამოს....




მახსოვს იმ საღამოს თბილი ქარი
ქროდა სიო თმებს გიხვევდა ლოყებს ეხვეოდა
მე კი ვიდექი და სხვის დაუნახავად
ჩუმად ვჩურჩულებდი "ნეტავ თუ ვუყვარვარ"
რა სჯობს მზია ამოსვლის იმ თეთრ სილაჯვარდეს
როცა მზე და ზეცა გაჰყრის ია ვარდებს
და როცა სჰენი გული იმიტ იამაყებს
რომ სჰენ გვერდს გიმშვენებს შენი სილამაზე...


არასდროს დამავიწყდება შენს მიერ შესრულებული ეს სიმღერა....გიტარით ხელში... დღეს ბექა ვიპოვე ოდნაკლასნიკში.... მერე სანდრო...მერე შენ....
შენ გიპოვე და თითქოს სულ ყველაფერმა ამოიტივტივა ჩემს მეხსიერებაში...ბევრი რამ გვქონდა ჩვენ საერთო და ბევრ დროსაც ვატარებდით ერთად... ყველაზე ბედნიერი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში...არასდროს არ დამავიწყდება ის საღამო...შენ ნიკალასთან იდექი და სველდებოდი...კოკისპირულად ცვიმდა...31ოქტომბერი იყო...მივრბოდით კოკასთან მე შენ და კესო....კაი დღე იყო ძალიან.....პეკინზე რო ხელში ამიყვანე და გიჯივით მირბოდი...ხალხის სახეები არ დამავიწყდება და შენი ყვირილი "მიყვარს და რა ვქნა", შენ არ დამავიწყდები განუყრელი გიტარით ხელში...და ყველას რომ ეუბნებოდი ეს სიმგერა მარის ეძღვნებაო....ბულაჩაურის სახლი არ მავიწყდება....სადაც დღეში 100 სტუმარი მოდიოდა...და ყველასთვის ყავას ვადუგებდი....და არ მეზარებოდა...თითქმის მთელი დღე ერთად ვიყავით ხოლმე....დილის 10 საათზე ვხვდებოდით ერთმანეთს.....და საღამოს სანამ დედაჩემი უკვე შენთან არ დაიცყებდა რეკვას სახლში არ მიშვებდი....ახალი წელი გახსოვს ჩემთან???შენ და სანდრო რო მოხვედით...უკვე 3 წელი გავიდა ...ღმერთო რა ბედნიერი ვიყავი...ეხლა ვნახე ოდნაკლასნიკი და ჩემთან ხარ შემოსული.... ამაკანკალა და ცრემლები წამომივიდა...თითქოს რაღაცის შემეშინდა...
მართალია რომ ამბობენ პირველი სიყვარული სულ სხვაა...

Monday, December 8, 2008

nostalgy.....


დღეს გავიღვიძე და ვფიქრობდი რა ხდებოდა შარშან 8 დეკემბერს და საერთოდ დეკემბერში...
გამახსენდა რომ დეკემბერში იყო ის პართი რომლისთვისაც ძალიან ვემზადებოდით ....თათო ძალიან მეხმარებოდა... აღარ იცოდა რა გააკეთებინა... მართლაც ძალიან მაგარი დღე იყო...მაგ დღემ უფრო დამაახლოვა თათოსთან...დამაახლოვა და გამაცნო როგორი იყო ის სინამდვილეში...ბევრი სიმხიარულე იყო იმ დღეს...ძალიან ბევრი ხალხი...ბევრი მუსიკა....და რა ვიცი... მაგრამ ჩვენ ჩავიკეტეტ ტუალეტში და იქ ვლაპარაკობდით და ვტიროდით.... მე მის თვალებში შიშს ვხედავდი....სწორედ იმ შიშს რომელსაც ის არ მალავდა, არა უფრო სწორედ ვერ მალავდა...ყაჰოო ში შემოვარდებოდა და მომწერდა ხოლმე "გოჭი როგორ ხარ, რა მოხდა დღეს ახალი...." მაგრამ რაც თათო არაა ყაჰოო-ში აღარ შევდივარ...ვეღარ შევდივარ უბრალოდ....ამ ბოლო დღეებში ვგრძნობ რომ ძალიან მჭირდება....ძალიან...ისე როგორც არასდროს....
თათოს დასაფლავებაზე გავიცანი ერთი ადამიანი...რომელიც ძალიან შემიყვარდა ზალიან...და მართლა მიხარია რო ვიცნობ....და მიხარია რომ ეგეთი კარგია....ისიც მაშინ ვნახე პირველად...ალბათ ემახსოვრება....1ად მაშინ მე2ედ კი მზიურში "მზის ზეიმზე". ძალიან მაგარი დღე იყო....თათოს პატარა ლუკა ჰყავდათ მოყვანილი....ყველა თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა და სხვის საქმეში არავინ ყოფდა ცხვირს... მარიამიც მზიურში ვნახე პირველად....გრეტა....რა ვიცი ძალიან ბევრი ფორუმელი,ბევრი მხიარული ფორუმელი... ეხლა კი ვგრძნობ რო ყველა შეიცვლა და სულ სხნაირი გახდა...ზოგმა ნიღაბი მოიხსნა, ზოგმა გაიკეთა...ძნელი ადამიანთან ურტიერთობა...დედა ყოველთვის მეჩხუბებოდა ყველას ენდობიო და ყველას მეგობარს ეძახიო, მაგრამ არ ვუსმენდი...სანამ არ გამოვცადე ეს ყველაფერი....სანამ არ გამოვცადე თუ რა ძნელია მეგობარი რომ გიღალატებს....თუმცა უკვე ეგეც მკიდია...თავში ქვა უხლიათ ეგეთ მეგობრებს...

Sunday, December 7, 2008

სახლში ხმაურმა გამომაღვიძა... მუშებს დაუწყიათ მუშაობა,ჩემები ხმამაღლა ლაპარაკობდნენ რომელი ოთახი რა ფრად შეღებონ...ვხედავ რო ყველა ემზადება....ემზადება ახალი წლისთვის...ახალი სახლითვის...ყველაფერი ახალისთვის.... დედას გავძახე და წვენი მოვატანინე....
მიუხედავად გუშინდელი საშინელი ღამისა დღეს თავს კარგად ვგრძნობ....სასიამოვნო ამინდია გარეთ... მაგრამ მეზარება ყველაფერი... ვუყურებ ლოგინს და ვფიქრობ ეხლა ამას რა აალაგებს თქო...
მერე გამახსენდება გუშინდელი საღამო...და ზოგადად ამ დღეებში მომხდარი ყველაფერი....გუშინ სანამ ჩამეძინებოდა იმ წამამდე ღაპა-ღუპით მომდიოდა ცრემლები...

ღამეც კი, როცა დავწექი და გივიკოს დავურეკე...ცრემლებს ძლივს ვიკავებდი...
არ მინდოდა ეგრძნო რო ვტიროდი....
არ მინდოდა მიმხვდარიყო რომ ცუდად ვიყავი...
ვცდილობდი მეცინა, მეხუმრა... რაღაც სისულელეები გავიხსენეთ...როგორ გავიცანით ერთმანეთი, როგორ გავიცანი ჯაბა, ია :) ესენი ყველა ფორუმმა გამაცნო...3ვე ძალიან მიყვარს და მიხარია რო მყავს....გივიკოს ვუთხარი ფორუმიდან წამოვედი მეთქი, და გაგიჯდა... მაგრამ ჩემს "ვიტ-ჯორჯია"-ს თემაში მაინც დავპოსტავ ხოლმე....
აი ფლეიმზე ლაპარაკი ზედმეტია საერტოდ...და შენ ეს იცი...
ისიც იცი რატომ ვიქცევი ასე...და ვერ გამამტყუნებ...ეს ყველაზე კაი საქციელი იყო რაც კი გამიკეთებია...და კიდე ის მომწონს რაც გუშინ გელაპარაკე...ის მძიმე და გულახდილი საუბარი...იმიტომაც აღმოჩნდა ბოლო....
მე კიდე ბევრი რამის თქმა მინდოდა შენთვის მაგრამ არ მქონდა ამის უფლება....შეილება არც იმის უფლება მქონდა რაც გიტხარი...მაგრამ მადლობა რომ გამიგე....დეს ბლოგზე შევიჭყიტე დღეს...და რაღაც სევდიანი მომეჩვენა...ისევ გიტირია ჩუმად, გიტირია შენთვის... ეს სიტყვები რო წავიკითხე ცრემლები წამომივიდა.... ხო მიტირია....შენთვის მიტირია....და ჩემტვის მიტირია...ჩემი სიყვარულის გამო მიტირია...არა, არ გაყვედრებ არც ერთ ცრემლს... არც ერთ სიმწერეს...არაფერს....პირიქით დიდი მადლობა...მადლობა იმისთვის რომ ამ ურტრიერთობამ ბევრ რაღაცას მიმახვედრა, და ბევრი ადამიანის სახე დამანახა....

Saturday, December 6, 2008

სპექტაკლი დამთავრდა

ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მივიღე ჩემს ცხოვრებასჰი...
დავტოვე ფორუმი....
დიდი ხნის წინ უნდა გამეკეთებინა....
ბევრი სიბინძურე ვნახე ფორუმზე, ძალიან ბევრი...
რამდენიმე მეგობარი შევიძინე, და რამდენიმე "მეგობარი", არ მინდა რამე მაკავშირებდეს ეგეთ ხალხთან....
არ მინდა პსევდო მეგობრები მყავდნენ...
ჯობია არ მყავდეს არავინ საერთოდ და მარტო ვიყო ჩემ თავთან....
ის მაინც მეცოდინება რომ...
კაი აღარ გავაგრძელებ აქ გვემას და ვაებას :)
არის ფორუმზე რამდენიმე კარგი ადამიანიც ვისთანაც კარგი ურტიერტობა მაქ და მათთან გავაგრძელებ ურთიერტობას....
და მადლობა რო გიცნობთ...
არა ყველად მადლობა ვინც კი მანდ გავიცანი....
ბევრი რამ მასწავლეთ...
დღევანდელმა დღემ განსაკუთრებით...
დამთავრდა სპექტაკლი....
არა არა არ დამთავრებულა უბრალოდ მე დავტოვე სცენა....

Thursday, December 4, 2008

და ისევ მარტოობა....


და ისევ მარტოობა....
და ისევ სიშავე...
დაწერა მინდა მაგრამ ვერ ვწერ
....დე,არ მინდა ის სმს მართლა ეგრე აღმოჩნდეს როგორც მე ვფიქრობ...არ მინდა ხალხზე წარმოდგენის დაკარგვა....მაგრამ მომიწევს....

Monday, December 1, 2008

me :(

მორჩა ყველაფერი.... ყველაფერმა ჩაიარა... გიოს და მარიამის ქორწილი....ალიკოს დაბ. დღე, რამდენიმე დღიანი ქეიფების სერია დამთავრდა.. და ისევ დავრჩი მარტო... მე და ჩემი ფიქრები.... ფიქრები რომლებიც სულ უფრო და უფრო მამძიმებს...ვეღარც ვპოსტავ... ვეღარც სკაიპში ვერ ველაპარაკები ვერავის...1 კვირაა სასწავლებელში არ ვყოფილვარ :( მაგრამ ხვალ წავალ....აუცილებლად წავალ :)მაგრამ რა ვქნა ასე ძალიან რომ მტკივა კუჭი :( ალბატ გამოვლის.... ამ ბოლო დროს ჩემში რაღაც ბოროტულს ვამჩნევ.... შეიძლება არ მინდა კიდეც მაგრამ ასე გამომდის.... გუშინ ფლეშკაზე ავტეხე ერთი ამბავი.... ხო მართალია მჭირდება ხვალ, მარა ცოტა სხვანაირად შეიძლებოდა ყველაფრის თქმა, მე კი..... ძალიან უტაქტო გავხდი.... ბიცოლასაც ვეჩხუბე გუშინ.... არავინ არ გამამტყუნა იმიტომ რომ ღირსი იყო... მეტის ღირსი იყო უბრალოდ მე მოვითმინე.... დღეს ჩემ ძმას, მამას და დედას ვეჩხუბე... არ ვიცი რატო.... მართლა არ ვიცი... მამა ძალიან გამიბრაზდა და ძალიან ვნერვიულობ.... და ვერ ვიტან ჩემ თავს ასეთი რო გავხდი....სულ ვბუზღუნებ...სულ პრეტენზიები მაქ ყველას და ყველაფრის მიმართ...ბებო მეჩხუბება სულ ხასიათი უნდა შეიცვალოო... მეც ძალიან მინდა მაგრამ არ გამომდის და რა ვქნა???შემიძლია უაზროდ პატარა რაღაცაზე ვიტირო... და ასეც ხდება თითქმის მთელი დღე ვტირი...

Monday, November 24, 2008

куда уходит детство...


დღეს ყველა ის ადამიანი შემხვდა ვისთან ერთადაც ბავშობა მაქვს გატარებული...
ჩემი მეგობრები ...და რაღაც საოცარი გრძნობა დამეუფლასაშინლად მომინდა ისევ პატარა ვყოფილიყავი...
მაგრამ ამას ხო ვერასდროს დავაბრუნდებ...
ვერასდროს....
ყველა თავისი ცხოვრებიც ცხოვრობს...
დიანას პატარა ყავს...
ხვალ გიოს ქორწილია...
თორნიკემ ჩემ შეყვარებულს გაგაცნობო ხვალ...
დიკო ამერიკაშია...
მარი მუშაობს და საერთოდ არ ცალია....
ნინოსაც პატარა ყავს...
გიოსაც....
მელე გიგას და ნანიკოსაც პატარა ეყოლებატ :)
ძალიან მიხარია ჩემი მეგობრები რო კარგად არიან ...
მეც არ ვარ ცუდად ...
მაგრამ მინდა ვიყო პატარა, ვიყო ბავშვი....არ მქონდეს არანაირი პრობლემა... მიხაროდეს შაბათი-კვირა იმიტომ რომ ბევრ დროს გავატარებ გარეთ...ვითამაშებ ცრეში ბურთს, დაჭერობანას, კონცერტებს მოვაწყობთ და ბილეთებს გავყიდიტ მერე ამ ფულით პრიზებს ვიყიდით და კონკურსშI გავათამაშებთ... ან ბებოს პადვალში მწვადს შევწვათ და ვიქეიფებთ.... შეილება კანფეტები და ლიმონათები ვიყიდოთ...მომენატრა ბებოს ბანზე სახლს რო ვაშენებდით და ვიმალებოდიტ, ვანო "შალაშს" ეძახდა ხოლმე...ვანოც მენატრება...და ბევრი ერთად გატარებული ზაფხული...აუზი ბებოს ეზოში და დიანას ეზოშიც... არასდროს არ დამავიწყდება დიმამ რო ჩამაგდო ცყალში...მინდა ის დრო ... გარეთ რო არ მიშვებდა ბებო გვიან და ბავშვები რო ჩემ პანჯრებთან იკრიბებოდნენ...მაგრამ მორჩა ყველაფერი!!! და აღარ დაბრუნდება.... ეხლა ვინმემ რო მკითხოს რას ისურვებდიო ყველაზე მეტად ... დროის უკან დაბრუნება მინდა :( და ბავშობა მინდა....

Sunday, November 23, 2008

:happy:


თითქოს არაფერი არ ხდება....

მაგრამ ამ ბოლო დროს ძალიან ბედნიერი ვარ...

ყველაფერი დამთავრდა და ეს ჩემდა გასაკვირად ძალიან მსუბუქად გადავიტანე...

არ მიტირია...არ მიბღავლია...

თუმცა ჩემებმა იციან როგორ ვტირი რაღაც უმნიშვნელოზე ...

ეხლა კი მასე არ მომხდარა...

იმიტომ რომ, ვიცი რო ასე აჯობებს...ვიცი რო ბედნიერი ვერ ვიქნები მასთან ერთად...ვიცი რო ყველაფერი ისე არ იქნება როგორც მე მინდა...

სწორედ ამიტომ ვცდილობ ბედნიერი ვიყო მის გარეშე...

ვცდილობ და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს გამომდის...

გამომდის ხალხთან კონტაქტი...

თან ამას ის დაემატა რო 2 უსაყვარლესი ანგელოზი მოევლინა ამ ქვეყანას :)

ნატას ელენიკო, და დიანას ნიკოლოზი....

ორივე ძალიან საყვარლები არიან...

ნიკუშა უკვე 1 თვისაა ელენიკო კი 4 დღის :)

ჰო და ასე :)

მორჩა დეპრესიები!

მორჩა ტირილი!

დროა თავს მივხედო :)

და ბედნიერი ვიყო :)

Tuesday, November 18, 2008

სრული არეულობა...




დღითი დღე უფრო და უფრო ვირევი ჩემს თავში...


არ ვიცი რა მინდა...


არ ვიცი რა გავაკეთო...


არ ვიცი როგორ იქნება უკეთესი...


ჩემთვისაც და მისთვისაც ...


ზოგჯერ როცა ჩემს გვერდით არი ვგრძნობ რო ჩემი არ არი...


ზოგჯერ თითქოს გამირბის და მერიდება...


ზოგჯერ ძალიან თბილი და საყვარელია...


მაგრამ....არ ვიცი...


ალბათ ისევ ჯობია როგორ ის ფიქრობს ისე მოვიქცეთ...


მარა ეგეც არ ვიცი...


თუმცა ისე შევეჩვიე ეგრე ყოფნას რომ...


მინდა რომ ბედნიერი ვიყო მაგრამ არ გამოდის...


და ალბათ ჩემი ბრალია...


ან შეიძლება მისი...


ან ორივესი...


ან როგორც რუსები ამბობენ "ნე სუჯდენო ნამ ბიტ ვმესტე"


გონება მაქვს არეული...


არ ვიცი რა ვქნა საით გავიქცე...


მუდმივი არაფერია ამ ცხოვრებაში...


და რა თქმა უნდა არც სიყვარული...

Tuesday, November 11, 2008

მომნატრდით ...


მოკლედ ვფიქრობ ეს რამდენიმე დღეა რო ძალიან ძალიან მომენატრა ყველა :)

რამდენიმე დღის წინ წიწილას და ეკას ვუთხარი და მათაც მოვნატრებივართ :)

ეხლა ცუცქინიოს ველაპარაკე და ისიც ამავე აზრზეა :)

ჰო და კვირას მგონი ყველას სცალია და ვნახოთ რა ერთმანეთი :)

ხო ყველა წამოხვალთ ხალხ???

უგ რამდენი ხანია არ მინახიხართ :)

რამდენი ხანია მე და წიწილას არ გვიცეკვია :D

ნოკს ლუდი არ გადაუსხია ზედ :D

ჰო და ყველა ყველა ყველა კვირას ვიკრიბებით რა :)

ოღონდ სად წავიდეთ მოიფიქრეთ რა :) ყველამ დაწერეთ ვის სად უნდა და საბოლოოდ გადავწყვიტოთ :)

Saturday, November 8, 2008

WHY????????????????????


რატო??

რატო ხდება ასე??

რატო არ შეიძლება ვიყო ბედნიერი??

რატო მართმევ ამის უფლებას?

? მეც და საკუთარ თავსაც :(

ხო იცი როგორ ძალიან მიყვარხარ :(

და რატო იქცევი ასე??

ნუთუ არ გინდა ბედნიერი იყო?

არ დაიღალე ამდენი დეპრესიულობით??

არ დაიღალე ამდენი მარტოობით???

ნუთუ არ გინდა ბედნიერს მხედავდე შენს გვერდით??

ნუთუ................???

რატო უნდა ვიჯდეტ ცალ-ცალკე და ვიცოდეტ რო ერთმანეტი გვიყვარს???

ხომ შეიძლება ერთად ვიყოთ???

ხომ შეიძლება გვიხაროდეს ერთად ყოფნა, სიყვარული....

მაგრამ რატომღაც ამაზეც უარს ამბობ...

მადლობა დღევანდელი დღისთვის...


ცოტა პოზიტივი შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში და ეს ცუხელ ღამე 03:50 ზე შემოსული სმს-ით დაიწყო, სულ რაღაც 1 სიტყვა ეწერა, მაგრამ მაგ სიტყვამ ბევრი რამ შეცვალა, ის ერთ სიტყვას ძალიან ძალიან დიდ ხანს ველოდებოდი და რო წავიკითხე თვალებიდან ცრემლები წამომიდა.... დილითაც მშვენიერ ხასიათზე გამეღვიძა .. ეგრევე გოგოებს დაუმესიჯე ნახვა მინდოდა :) ნუ რა თქმა უნდა ყავის სახლში იყვნენ :) ეგრევე ჩავიცვი და გავეშურე :) როგორც კი შევედი გოგოებმა ეგრევე დამცხეს რა მაგრა გახდიო :შ არა და აშკარად გასუქებული ვარ :) ნუ ამათ ხო არაფერს რა გამოაპარებს კაცი :) ხო და 3ემ დამიწყეს რო დღეს ნამეტანი ბედნიერი ხარო, თვალები გიბწყინავსო რა რაღაც :) არ ვიცი როგორ მაგრამ შევძელი და ერც ერთს არაფერი არ ვუთხარი :) ძალიან გამიხარდა ყველას ნახვა დღეს :) მარიამი რაღაც ნაღვლიანი იყო :( თაკა კი ბედნიერი იყო და ძალიან მიხაროდა ბედნიერს რომ ვხედავდი მას :) დეც არ იყო მთლად კაი ხასითზე მაგრამ ხო ვიცი როგორი ტიპიც არი :) ძალიან ძალიან მიყვარხართ :) მერე დიდი ხნის უნახავი და მონატრებული გიო და შაკო მოვიდნენ :) 2 წუთში დავიშალეთ და წამოვედით სახლებში :) ძალიან მინდა ისეთი ბედნიერი ვიყო როგორიც დღეს როცა ყავის სახლში მივედი....ბავშვებო მადლობა დღევანდელი დღისთვის :) ძალიან მიყვარხართ :) და შენც ძალიან მიყვარხარ :)

Friday, November 7, 2008

არაფერი არ გამომდის...


თითქოს ვცდილობ გავმხიარულდე მაგრამ ნაკლებად გამომდის...არა ზოგჯერ გამომდის მაგრამ მარტო რომ ვრჩები ისე ვიგრუზები :( არა და თითქმის სულ მარტო ვარ...ვცდილობ მარტო ვიყო...დღეს ბევრი ვიცინე თამრიკოსთან ძალიან ვიმხიარულეთ ყველამ... მაგრამ მაინც ვერ ვარ კარგად...არეული ვარ ძალიან...ჩემში, მასში,ყველაში და ყველაფერში ...ზოგჯერ მგონია რო ცუდი ვარ და არავის არ ვჭირდები :( წეღანაც ძალიან დავიგრუზე ... შაკოსთან ლაპარაკმა დამგრუზა, ნუ ხარ პესიმისტიო არა და არ ვარ აშკარად რეალისტი ვარ და ყველაფერს იმას ვამბობ რაც რეალობაშია :( საზიზღარი ვარ :( მოლა 5 დღეა არ გამოჩენილა და არც კი დავუმესიჯე :( არა და ადრე ერთი საღამო რო არ იყო ხოლმე ეგრევე ვწერდი...რაღაც პონტშI კაია...მარა ძალიან ძალიან არეული მაქ ყველაფერი :( თან ძალიან მიტყდება ის რომ ამ ბოლო დროს მე თუ არ დავუმესიჯე ან არ დავურეკე არავის მეც არავინ არ მირეკავსლ....ყველას დავავიწყდი..ყველამ დამიკიდა, თუ რა ჯანდაბა ხდება აზრზე არ ვარ :( არაფერი არ მინდა და არაფერი არ შემილია :( მინდა გავერკვიო ჩემს თავში რა მინდა და რა არა :( ასე მეტი აღარ შემიძლია

Tuesday, November 4, 2008

I Miss my friends.....


ძალიან ძალიან მენატრებიან ჩემი მეგობრები...მაგრამ ვხვდები რო ამ ბოლო დროს მაგათთანაც არ მაქ ნორმალური ურტიერტობი, კი არა საერთოდ არ მაქვს თითქმის ურთიერთობა... ნახევარე საერთოდ წავშალე სკაიპიდან, კლასნიკებიც შევამცირე...არავის არ ვნახულობ....არსად აღარ დავდივარ... სასწავლებელი -სახლი, სახლი-სასწავლებელი... ჰო და დავიღალე...ძალიან ძალიან...რატო მჭირს ასე არ ვიცი...მგონია რო არავის აღარ ესმის ჩემი...მაგრამ ვიცი რო ძალიან მენატრებიან...ძალიან მენატრება ჩემი ქალბატონი დიანა რომელიც უკვე 1,5 წელია არ მინახია .... ძალიან მენატრება დე რომელიც 2 თვეა არ მინახია მგონი ...ვიცი რო მენატრება...ვიცი რო მინდა ვნახო და ბევრი ვიწორაოთ....ვიცი რო მჭირდება....მაგრამ არ გამომდის...დამირეკე და გამლანძღე რა :( არაფერი აღარ გამომდის...არაფერი...დადებილების სტადიაში ვარ მგონი....მოვდივარ სახლში ვჭამ და ვიძინებ ვიღვიძებ ვმეცადინეობ ვჯდები კომპთან და მერე ისევ ვიძინებ...მევექანები სადღაც უფსკრულისკენ...სიშავისკენ....ზამთარი მოდის და მეც ვკარგავ ყველაფრის ხალისს...არ მიკვირს ეს ხომ პირველად არ ხდება...ყველა ზამთარს ერთი და იგივე..როდემდე უნდა გრძელდებოდეს ეს??არა,ვტყუი ასე არასდროს არ ყოფილა :( წელს რაღაც ნამეტანია ყველაფერი :( ბავშვებო მომენატრეთ ძალიან ძალიან.... ეხლაც ვწერ და ვტირი...არ მინდა ასე მემართებოდეს, მინდა თქვენ ყოფნა, გართობა და ა.შ. მაგრამ არ გამომდის.... ადრე ზოგჯერ დედა არ მიშვებდა სადმე ეხლა კი დედა მეკითხება: "მარ,რა გჭირს რატო ხარ ასეთი ჩაკეტილიო,რატო არ გადიხარო ?? სად არიან შენი მეგობრებიო?" ვერ ვპასუხობ, არ ვიცი უბრალოდ რა უნდა ვუპასუხო და იმიტო :( 2 კვირაა კოტე მეუბნება წამოდი გავისეირნოტო მაგრამ ეგეც მეზარება :( ძალიან არეული ვარ ჩემ თავში....ჩემს გრძნობებში...არ ვიცი რა მინდა....არ ვიცი რა უნდა გავაკეთო...ნუ მოკლედ ამ პოსტით შევეცდები ჩემი პასიური ცხოვრება დავამთავრო და შევეცადო აქტიური დავიწყო, ოღონდ ჩემი მეგობრებისგან მოვითხოვ დახმარებას ...

Sunday, November 2, 2008

:)))))))))))))))))

ჯერ ერთი თვეა რაც ცწავლა დაიცყო და უკვე ძალიან დავიღალე...მიუხედავად იმისა რომ წელს ჩემი საყვარელი ლექტორები მიკითხავენ ლექციებს: Iრაკლი, Nიკა, ძვიადი, Vახტანგ Xმალაძე :)მაგრამ ამ სემესტრში ყველა შეცვლილი მეჩვენება ...ყველა... ან იქნებ მე შევიცვალე და ყველა ცუდი მგონია???ძვიადი ძალიან მკაცრი გახდა .. საერთოდ არ გვასვენებს 3 საათს გვიბავს ერთმანეთზე :( თან გასვლა არ სჰეიძლება მაგის ლექციიდან, თუ გახვედი ვეღარ შეხვალ... თან დაგვიანებაზე საერთოდ არ უსჰვებს :( წინაზე ზუსტად 3 წუთი დამაგვიანდა და რატო მოხვედი წადიო :( Iრაკლი და Nიკა ძალიან გაძერსკებულები არიან. ამ სემესტრში ყველაზე კარგად B-ნ ვახტანგს შევეგუე, დიდ სიამოვნებას მანიჭებს მისი ლექციების მოსმენა :) ის Nიკასგან განსხვავებით არავის არ აკრიტიკებს :) ნიშნებსაც კარგად წერს :) უკვე 20 ქულა მაქ ბ-ნ ვახტანგთან :) ხვალ კიდე ტესტი მაქვს და იმედია 15-18 ქულასაც მაგაში ავიღებ....ახალი ბავშვებიც ნერვებს მიშლიან რააააა :შ არა და ზოგი მაგარი საყვარელია, ზოგი კი აუტანელი....ის "ვისკოჩკა" მაგარი იდიოტკაა :D და მაგარს ვეკაიფებით და უსწორდება :) დილით ტესტი მაქ :) და დიდი იმედი მაქ რომ ხვალ კიკიტო მოვა სასწავლებელშI :)

დავბრუნდი...

ნუ ბატი რო ვარ ხო იცით არა??
ჰო და ამჯერადაც მორიგი სიბატე მომივიდა
დამავიწყდა პაროლი
ჰო და მინდოდა, რომ სადმე დამეცერა და გავაკეთე ახალი ბლოგი....
მომენატრა აქ წერა...
ჰო და ეხლა უფრო აქტიური ბლოგერი გავხდები :)