
დღეს ზუსტად ერთი თვეა რაც ჩემი ცხოვრება შეიცვალა,... დღეს ზუსტად ერთი თვეა რაც ჩემი ცხოვრება შეიცვალა, არა ცხოვრება კი არა ალბათ უფრო სტატუსი შეიცვალა. ახლა უკვე გათხოვილი ქალი მქვია :) მაგრამ ჯერ ამას სერიოზულად არ აგვითქვამ, ანუ ისევ ისეთი ვარ როგორიც ადრე :) არანაირად არ ვარ არაფერში შეზღუდული :) უბრალოდ მარჯვენა ხელს "კალიცო" მიმშვენებს....ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი თუ ეს ყველაფერი ასე უცებ იქნებოდა... მაგრამ.... მოხდა და ახლა ბედნიერი ვარ :) ჩემს სახლში ყველა ქორწილზე ლაპარაკობს, რომელიც მე არ მინდა :( არასდროს მინდოდა გრანდიოზული ქორწილი... მინდა სადმე პატარა ეკლესიაში ჯვარი დავიწეროთ მერე ხელი მოვაწეროთ და ძალიან ვიწრო წრეში.... მაგრამ მამაჩემი ბრაზდება და ჩემი მამამთლიც :( ძალიან მინდა რომ გადავარწმუნო :( და დიდი იმედი მაქ რომ შევძლებ... ზოგჯერ ბევრი ემოციები მაქ მინდა ამოვიდე და დავწერო რაღაც მაგრამ მერე სულ მეფანტება ყველაფერი....ამოვდივარ კომპტან და ვერ ვიხსენებ რა უნდა დამეწერა... არა და ადრე როცა ჩემი ცხოვრება ერთ ფერში იყო სულ კომპთან ვიყავი და რაღაც სისულელეებს ვწერდი ხოლმე ... ეხლა კი აგარ...ყველა დღე რაღაც ახალით იწყება...და ძალიან მიხარია...