Sunday, December 14, 2008

life is beautiful....


თურმე ცხოვრება მშვენიერია საკმარისია მას სხვა მხრიდან შეხედო და ყველაფერი სხვანაირად მოგეჩვენება....და ყველაფრი რაც ხდება ხდება უკეთესისათვის....

ძალიან კარგი დღეები მქონდა....სახლში დავასრულეთ რემონტი :)
დღეს ვიქალე და დედას მივეხმარე დალაგებაში, მაგრამ მერე გამახსენდა რომ ხვალ 2 სემინარი ვარ და ჩავიკეტე ოთახში...წიგნით ხელში ჩამეძინა...როცა გამეღვიძა თავს ცუდად ვგრძნობდი ....და სიცხე მქონია...მაგრამ ეგ არაუშავს გამივლის....ყველაფერი რაც ცუდი მოხდა უნდა მომხდარიყო...ნუ უკვე მკიდია რაც მოხდა....გუშინ გიგას დაბ.დღე იყო და ჩემს სულელუკა ძმას ეგონა რო ბევრს ვსვავდი არა და სულ 4 ჭიქა დავლიე მგონი.... ღამე ძალიან ამტკივდა გული.... :( მაგრამ მალევე გამიარა....დღეს ბევრი გეგმა მქონდა და ჩამეშალა ყველაფერი...ლოკომოტივზე წასვლა, ციგურებზე სრიალი,ნატასთან გასვლა,მარიამისთვის დაბ დღეზე მისვლა....მაგრამ ყველაფერს სახლში დარჩენა და დედის დახმარება ვამჯობინე...დღეს ბიჭებმა გამახარეს 1-0 მოუგეს ლოკომოტივს და კვლავ 1ელ ადგილს ინარჩუნებენ ...რამდენიმე დღის წინ ერთი ადამიანი გავიცანი, არა კი არ გავიცანი უბრალოდ დავუმეგობრდი....ვიცნობდი მას თუ მაგას რა თქმა უნდა ცნობა ჰქვია :)
და მართლაც ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა....მან მასწავლა რომ ყველაფერს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს....

Wednesday, December 10, 2008

მახსოვს იმ საღამოს....




მახსოვს იმ საღამოს თბილი ქარი
ქროდა სიო თმებს გიხვევდა ლოყებს ეხვეოდა
მე კი ვიდექი და სხვის დაუნახავად
ჩუმად ვჩურჩულებდი "ნეტავ თუ ვუყვარვარ"
რა სჯობს მზია ამოსვლის იმ თეთრ სილაჯვარდეს
როცა მზე და ზეცა გაჰყრის ია ვარდებს
და როცა სჰენი გული იმიტ იამაყებს
რომ სჰენ გვერდს გიმშვენებს შენი სილამაზე...


არასდროს დამავიწყდება შენს მიერ შესრულებული ეს სიმღერა....გიტარით ხელში... დღეს ბექა ვიპოვე ოდნაკლასნიკში.... მერე სანდრო...მერე შენ....
შენ გიპოვე და თითქოს სულ ყველაფერმა ამოიტივტივა ჩემს მეხსიერებაში...ბევრი რამ გვქონდა ჩვენ საერთო და ბევრ დროსაც ვატარებდით ერთად... ყველაზე ბედნიერი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში...არასდროს არ დამავიწყდება ის საღამო...შენ ნიკალასთან იდექი და სველდებოდი...კოკისპირულად ცვიმდა...31ოქტომბერი იყო...მივრბოდით კოკასთან მე შენ და კესო....კაი დღე იყო ძალიან.....პეკინზე რო ხელში ამიყვანე და გიჯივით მირბოდი...ხალხის სახეები არ დამავიწყდება და შენი ყვირილი "მიყვარს და რა ვქნა", შენ არ დამავიწყდები განუყრელი გიტარით ხელში...და ყველას რომ ეუბნებოდი ეს სიმგერა მარის ეძღვნებაო....ბულაჩაურის სახლი არ მავიწყდება....სადაც დღეში 100 სტუმარი მოდიოდა...და ყველასთვის ყავას ვადუგებდი....და არ მეზარებოდა...თითქმის მთელი დღე ერთად ვიყავით ხოლმე....დილის 10 საათზე ვხვდებოდით ერთმანეთს.....და საღამოს სანამ დედაჩემი უკვე შენთან არ დაიცყებდა რეკვას სახლში არ მიშვებდი....ახალი წელი გახსოვს ჩემთან???შენ და სანდრო რო მოხვედით...უკვე 3 წელი გავიდა ...ღმერთო რა ბედნიერი ვიყავი...ეხლა ვნახე ოდნაკლასნიკი და ჩემთან ხარ შემოსული.... ამაკანკალა და ცრემლები წამომივიდა...თითქოს რაღაცის შემეშინდა...
მართალია რომ ამბობენ პირველი სიყვარული სულ სხვაა...

Monday, December 8, 2008

nostalgy.....


დღეს გავიღვიძე და ვფიქრობდი რა ხდებოდა შარშან 8 დეკემბერს და საერთოდ დეკემბერში...
გამახსენდა რომ დეკემბერში იყო ის პართი რომლისთვისაც ძალიან ვემზადებოდით ....თათო ძალიან მეხმარებოდა... აღარ იცოდა რა გააკეთებინა... მართლაც ძალიან მაგარი დღე იყო...მაგ დღემ უფრო დამაახლოვა თათოსთან...დამაახლოვა და გამაცნო როგორი იყო ის სინამდვილეში...ბევრი სიმხიარულე იყო იმ დღეს...ძალიან ბევრი ხალხი...ბევრი მუსიკა....და რა ვიცი... მაგრამ ჩვენ ჩავიკეტეტ ტუალეტში და იქ ვლაპარაკობდით და ვტიროდით.... მე მის თვალებში შიშს ვხედავდი....სწორედ იმ შიშს რომელსაც ის არ მალავდა, არა უფრო სწორედ ვერ მალავდა...ყაჰოო ში შემოვარდებოდა და მომწერდა ხოლმე "გოჭი როგორ ხარ, რა მოხდა დღეს ახალი...." მაგრამ რაც თათო არაა ყაჰოო-ში აღარ შევდივარ...ვეღარ შევდივარ უბრალოდ....ამ ბოლო დღეებში ვგრძნობ რომ ძალიან მჭირდება....ძალიან...ისე როგორც არასდროს....
თათოს დასაფლავებაზე გავიცანი ერთი ადამიანი...რომელიც ძალიან შემიყვარდა ზალიან...და მართლა მიხარია რო ვიცნობ....და მიხარია რომ ეგეთი კარგია....ისიც მაშინ ვნახე პირველად...ალბათ ემახსოვრება....1ად მაშინ მე2ედ კი მზიურში "მზის ზეიმზე". ძალიან მაგარი დღე იყო....თათოს პატარა ლუკა ჰყავდათ მოყვანილი....ყველა თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა და სხვის საქმეში არავინ ყოფდა ცხვირს... მარიამიც მზიურში ვნახე პირველად....გრეტა....რა ვიცი ძალიან ბევრი ფორუმელი,ბევრი მხიარული ფორუმელი... ეხლა კი ვგრძნობ რო ყველა შეიცვლა და სულ სხნაირი გახდა...ზოგმა ნიღაბი მოიხსნა, ზოგმა გაიკეთა...ძნელი ადამიანთან ურტიერთობა...დედა ყოველთვის მეჩხუბებოდა ყველას ენდობიო და ყველას მეგობარს ეძახიო, მაგრამ არ ვუსმენდი...სანამ არ გამოვცადე ეს ყველაფერი....სანამ არ გამოვცადე თუ რა ძნელია მეგობარი რომ გიღალატებს....თუმცა უკვე ეგეც მკიდია...თავში ქვა უხლიათ ეგეთ მეგობრებს...

Sunday, December 7, 2008

სახლში ხმაურმა გამომაღვიძა... მუშებს დაუწყიათ მუშაობა,ჩემები ხმამაღლა ლაპარაკობდნენ რომელი ოთახი რა ფრად შეღებონ...ვხედავ რო ყველა ემზადება....ემზადება ახალი წლისთვის...ახალი სახლითვის...ყველაფერი ახალისთვის.... დედას გავძახე და წვენი მოვატანინე....
მიუხედავად გუშინდელი საშინელი ღამისა დღეს თავს კარგად ვგრძნობ....სასიამოვნო ამინდია გარეთ... მაგრამ მეზარება ყველაფერი... ვუყურებ ლოგინს და ვფიქრობ ეხლა ამას რა აალაგებს თქო...
მერე გამახსენდება გუშინდელი საღამო...და ზოგადად ამ დღეებში მომხდარი ყველაფერი....გუშინ სანამ ჩამეძინებოდა იმ წამამდე ღაპა-ღუპით მომდიოდა ცრემლები...

ღამეც კი, როცა დავწექი და გივიკოს დავურეკე...ცრემლებს ძლივს ვიკავებდი...
არ მინდოდა ეგრძნო რო ვტიროდი....
არ მინდოდა მიმხვდარიყო რომ ცუდად ვიყავი...
ვცდილობდი მეცინა, მეხუმრა... რაღაც სისულელეები გავიხსენეთ...როგორ გავიცანით ერთმანეთი, როგორ გავიცანი ჯაბა, ია :) ესენი ყველა ფორუმმა გამაცნო...3ვე ძალიან მიყვარს და მიხარია რო მყავს....გივიკოს ვუთხარი ფორუმიდან წამოვედი მეთქი, და გაგიჯდა... მაგრამ ჩემს "ვიტ-ჯორჯია"-ს თემაში მაინც დავპოსტავ ხოლმე....
აი ფლეიმზე ლაპარაკი ზედმეტია საერტოდ...და შენ ეს იცი...
ისიც იცი რატომ ვიქცევი ასე...და ვერ გამამტყუნებ...ეს ყველაზე კაი საქციელი იყო რაც კი გამიკეთებია...და კიდე ის მომწონს რაც გუშინ გელაპარაკე...ის მძიმე და გულახდილი საუბარი...იმიტომაც აღმოჩნდა ბოლო....
მე კიდე ბევრი რამის თქმა მინდოდა შენთვის მაგრამ არ მქონდა ამის უფლება....შეილება არც იმის უფლება მქონდა რაც გიტხარი...მაგრამ მადლობა რომ გამიგე....დეს ბლოგზე შევიჭყიტე დღეს...და რაღაც სევდიანი მომეჩვენა...ისევ გიტირია ჩუმად, გიტირია შენთვის... ეს სიტყვები რო წავიკითხე ცრემლები წამომივიდა.... ხო მიტირია....შენთვის მიტირია....და ჩემტვის მიტირია...ჩემი სიყვარულის გამო მიტირია...არა, არ გაყვედრებ არც ერთ ცრემლს... არც ერთ სიმწერეს...არაფერს....პირიქით დიდი მადლობა...მადლობა იმისთვის რომ ამ ურტრიერთობამ ბევრ რაღაცას მიმახვედრა, და ბევრი ადამიანის სახე დამანახა....

Saturday, December 6, 2008

სპექტაკლი დამთავრდა

ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მივიღე ჩემს ცხოვრებასჰი...
დავტოვე ფორუმი....
დიდი ხნის წინ უნდა გამეკეთებინა....
ბევრი სიბინძურე ვნახე ფორუმზე, ძალიან ბევრი...
რამდენიმე მეგობარი შევიძინე, და რამდენიმე "მეგობარი", არ მინდა რამე მაკავშირებდეს ეგეთ ხალხთან....
არ მინდა პსევდო მეგობრები მყავდნენ...
ჯობია არ მყავდეს არავინ საერთოდ და მარტო ვიყო ჩემ თავთან....
ის მაინც მეცოდინება რომ...
კაი აღარ გავაგრძელებ აქ გვემას და ვაებას :)
არის ფორუმზე რამდენიმე კარგი ადამიანიც ვისთანაც კარგი ურტიერტობა მაქ და მათთან გავაგრძელებ ურთიერტობას....
და მადლობა რო გიცნობთ...
არა ყველად მადლობა ვინც კი მანდ გავიცანი....
ბევრი რამ მასწავლეთ...
დღევანდელმა დღემ განსაკუთრებით...
დამთავრდა სპექტაკლი....
არა არა არ დამთავრებულა უბრალოდ მე დავტოვე სცენა....

Thursday, December 4, 2008

და ისევ მარტოობა....


და ისევ მარტოობა....
და ისევ სიშავე...
დაწერა მინდა მაგრამ ვერ ვწერ
....დე,არ მინდა ის სმს მართლა ეგრე აღმოჩნდეს როგორც მე ვფიქრობ...არ მინდა ხალხზე წარმოდგენის დაკარგვა....მაგრამ მომიწევს....

Monday, December 1, 2008

me :(

მორჩა ყველაფერი.... ყველაფერმა ჩაიარა... გიოს და მარიამის ქორწილი....ალიკოს დაბ. დღე, რამდენიმე დღიანი ქეიფების სერია დამთავრდა.. და ისევ დავრჩი მარტო... მე და ჩემი ფიქრები.... ფიქრები რომლებიც სულ უფრო და უფრო მამძიმებს...ვეღარც ვპოსტავ... ვეღარც სკაიპში ვერ ველაპარაკები ვერავის...1 კვირაა სასწავლებელში არ ვყოფილვარ :( მაგრამ ხვალ წავალ....აუცილებლად წავალ :)მაგრამ რა ვქნა ასე ძალიან რომ მტკივა კუჭი :( ალბატ გამოვლის.... ამ ბოლო დროს ჩემში რაღაც ბოროტულს ვამჩნევ.... შეიძლება არ მინდა კიდეც მაგრამ ასე გამომდის.... გუშინ ფლეშკაზე ავტეხე ერთი ამბავი.... ხო მართალია მჭირდება ხვალ, მარა ცოტა სხვანაირად შეიძლებოდა ყველაფრის თქმა, მე კი..... ძალიან უტაქტო გავხდი.... ბიცოლასაც ვეჩხუბე გუშინ.... არავინ არ გამამტყუნა იმიტომ რომ ღირსი იყო... მეტის ღირსი იყო უბრალოდ მე მოვითმინე.... დღეს ჩემ ძმას, მამას და დედას ვეჩხუბე... არ ვიცი რატო.... მართლა არ ვიცი... მამა ძალიან გამიბრაზდა და ძალიან ვნერვიულობ.... და ვერ ვიტან ჩემ თავს ასეთი რო გავხდი....სულ ვბუზღუნებ...სულ პრეტენზიები მაქ ყველას და ყველაფრის მიმართ...ბებო მეჩხუბება სულ ხასიათი უნდა შეიცვალოო... მეც ძალიან მინდა მაგრამ არ გამომდის და რა ვქნა???შემიძლია უაზროდ პატარა რაღაცაზე ვიტირო... და ასეც ხდება თითქმის მთელი დღე ვტირი...