Monday, December 15, 2008

პირველი თოვლი...


საკმაოდ გვიანი იყო....მე თბილად შეფუთული კომპთან ვიჯეQი და კაკაოს ვსვავდი....ამ დროს სკყპეს პანჯარა გამოხტა....ადამიანის რომელიც დიდი ხნის წინ ამოვშალი სკაიპიდან.... "გაიხედე მარიამ, გარეთ თოვლი მოდის...ეს პირველი თოვლია რომელიც შენ ასე ძალიან გიყვარს....", უცებ წამოვხტი და ფანჯარას ვეცი....მართლაც თოვლი იყო....მსხვილი ფანტელები ცვიოდა ციდან...სასტიკად მომინდა გარეთ გასვლა... მაგრამ ვიცოდი რომ არარეალური იყო....ღამის 2 საათი იყო...მშურდა იმ ხალხის ვინც გარეთ შეიძლება ყოფილიყო....ამასობაში 3 საათი გახდა...ლოგინი გავშალე და დაწოლას ვაპირებდი,სანამ დაცწვებოდი გადავცყვიტე ნიკუშასთვის მიმეწერა, რომელიც გარეთ იყო...მივწერე და რამდენი წუთში პასუხიც მივიღე...თითქოს გულმა უგრძნო რო დაწოლას ვაპირებდი და მოვიდა რომ გამომელაპარაკოს ცოტა.....

დილით გავიღვიძე და პირველი ის ვიფიქრე თოვლი ხომ არ დადნა.... გადავიხედე და მართლაც დნებოდა...დნებოდა მაგრამ ისევ მოდიოდა....თოვლის ფიფქები შეუჩერებლივ ეცემოდნენ ატალახებულ მიწაზე....ჩავიცვი და გავედი...იდეაში სემინარი მქონდა....მივდიოდი და სად მივდიოდი არ ვიცოდი....ვცდილობდი თოვლში მევლო....და ბედნიერებისგან არ ვიცოდი რა მეკეთებინა, პატარა, სულელი ბავშვივით დავდიოდი....და ვგრძნობდი ფიფქები რომ სახეზე მადნებოდა...სემინარის დაწყებამდე სულ რაღაც 5 წუთი იყო დარჩენილი მეტრო "ავლაბართან" რომ ჩამოვედი მარშუტკიდან.... და მე არ ვჩქარობდი...ნელ-ნელა მოვუყვებოდი ქუჩას და ისევ ვცდილობდი ისეთ ადგილას დამედგა ფეხი სადაც ჯერ თოვლი იყო....2ვე სემინარი წარმატებულად ჩავაბარე...სახლში მოვედი და მთელი დღე ჩემს საყვარელ სავარძელში კაკაოს უზარმაზარო ჭიქით და კარგ ფილმით გავატარე....ძალიან კაი დღე იყო...
მიუხედავად იმისა რომ საშინლად მტკივა ყელი და ყური.... და სიცხე მაქ ტითქის 39 :( მაგრამ ეგ არაუშავს.... გამივლის :*

No comments: