Monday, November 24, 2008

куда уходит детство...


დღეს ყველა ის ადამიანი შემხვდა ვისთან ერთადაც ბავშობა მაქვს გატარებული...
ჩემი მეგობრები ...და რაღაც საოცარი გრძნობა დამეუფლასაშინლად მომინდა ისევ პატარა ვყოფილიყავი...
მაგრამ ამას ხო ვერასდროს დავაბრუნდებ...
ვერასდროს....
ყველა თავისი ცხოვრებიც ცხოვრობს...
დიანას პატარა ყავს...
ხვალ გიოს ქორწილია...
თორნიკემ ჩემ შეყვარებულს გაგაცნობო ხვალ...
დიკო ამერიკაშია...
მარი მუშაობს და საერთოდ არ ცალია....
ნინოსაც პატარა ყავს...
გიოსაც....
მელე გიგას და ნანიკოსაც პატარა ეყოლებატ :)
ძალიან მიხარია ჩემი მეგობრები რო კარგად არიან ...
მეც არ ვარ ცუდად ...
მაგრამ მინდა ვიყო პატარა, ვიყო ბავშვი....არ მქონდეს არანაირი პრობლემა... მიხაროდეს შაბათი-კვირა იმიტომ რომ ბევრ დროს გავატარებ გარეთ...ვითამაშებ ცრეში ბურთს, დაჭერობანას, კონცერტებს მოვაწყობთ და ბილეთებს გავყიდიტ მერე ამ ფულით პრიზებს ვიყიდით და კონკურსშI გავათამაშებთ... ან ბებოს პადვალში მწვადს შევწვათ და ვიქეიფებთ.... შეილება კანფეტები და ლიმონათები ვიყიდოთ...მომენატრა ბებოს ბანზე სახლს რო ვაშენებდით და ვიმალებოდიტ, ვანო "შალაშს" ეძახდა ხოლმე...ვანოც მენატრება...და ბევრი ერთად გატარებული ზაფხული...აუზი ბებოს ეზოში და დიანას ეზოშიც... არასდროს არ დამავიწყდება დიმამ რო ჩამაგდო ცყალში...მინდა ის დრო ... გარეთ რო არ მიშვებდა ბებო გვიან და ბავშვები რო ჩემ პანჯრებთან იკრიბებოდნენ...მაგრამ მორჩა ყველაფერი!!! და აღარ დაბრუნდება.... ეხლა ვინმემ რო მკითხოს რას ისურვებდიო ყველაზე მეტად ... დროის უკან დაბრუნება მინდა :( და ბავშობა მინდა....

Sunday, November 23, 2008

:happy:


თითქოს არაფერი არ ხდება....

მაგრამ ამ ბოლო დროს ძალიან ბედნიერი ვარ...

ყველაფერი დამთავრდა და ეს ჩემდა გასაკვირად ძალიან მსუბუქად გადავიტანე...

არ მიტირია...არ მიბღავლია...

თუმცა ჩემებმა იციან როგორ ვტირი რაღაც უმნიშვნელოზე ...

ეხლა კი მასე არ მომხდარა...

იმიტომ რომ, ვიცი რო ასე აჯობებს...ვიცი რო ბედნიერი ვერ ვიქნები მასთან ერთად...ვიცი რო ყველაფერი ისე არ იქნება როგორც მე მინდა...

სწორედ ამიტომ ვცდილობ ბედნიერი ვიყო მის გარეშე...

ვცდილობ და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს გამომდის...

გამომდის ხალხთან კონტაქტი...

თან ამას ის დაემატა რო 2 უსაყვარლესი ანგელოზი მოევლინა ამ ქვეყანას :)

ნატას ელენიკო, და დიანას ნიკოლოზი....

ორივე ძალიან საყვარლები არიან...

ნიკუშა უკვე 1 თვისაა ელენიკო კი 4 დღის :)

ჰო და ასე :)

მორჩა დეპრესიები!

მორჩა ტირილი!

დროა თავს მივხედო :)

და ბედნიერი ვიყო :)

Tuesday, November 18, 2008

სრული არეულობა...




დღითი დღე უფრო და უფრო ვირევი ჩემს თავში...


არ ვიცი რა მინდა...


არ ვიცი რა გავაკეთო...


არ ვიცი როგორ იქნება უკეთესი...


ჩემთვისაც და მისთვისაც ...


ზოგჯერ როცა ჩემს გვერდით არი ვგრძნობ რო ჩემი არ არი...


ზოგჯერ თითქოს გამირბის და მერიდება...


ზოგჯერ ძალიან თბილი და საყვარელია...


მაგრამ....არ ვიცი...


ალბათ ისევ ჯობია როგორ ის ფიქრობს ისე მოვიქცეთ...


მარა ეგეც არ ვიცი...


თუმცა ისე შევეჩვიე ეგრე ყოფნას რომ...


მინდა რომ ბედნიერი ვიყო მაგრამ არ გამოდის...


და ალბათ ჩემი ბრალია...


ან შეიძლება მისი...


ან ორივესი...


ან როგორც რუსები ამბობენ "ნე სუჯდენო ნამ ბიტ ვმესტე"


გონება მაქვს არეული...


არ ვიცი რა ვქნა საით გავიქცე...


მუდმივი არაფერია ამ ცხოვრებაში...


და რა თქმა უნდა არც სიყვარული...

Tuesday, November 11, 2008

მომნატრდით ...


მოკლედ ვფიქრობ ეს რამდენიმე დღეა რო ძალიან ძალიან მომენატრა ყველა :)

რამდენიმე დღის წინ წიწილას და ეკას ვუთხარი და მათაც მოვნატრებივართ :)

ეხლა ცუცქინიოს ველაპარაკე და ისიც ამავე აზრზეა :)

ჰო და კვირას მგონი ყველას სცალია და ვნახოთ რა ერთმანეთი :)

ხო ყველა წამოხვალთ ხალხ???

უგ რამდენი ხანია არ მინახიხართ :)

რამდენი ხანია მე და წიწილას არ გვიცეკვია :D

ნოკს ლუდი არ გადაუსხია ზედ :D

ჰო და ყველა ყველა ყველა კვირას ვიკრიბებით რა :)

ოღონდ სად წავიდეთ მოიფიქრეთ რა :) ყველამ დაწერეთ ვის სად უნდა და საბოლოოდ გადავწყვიტოთ :)

Saturday, November 8, 2008

WHY????????????????????


რატო??

რატო ხდება ასე??

რატო არ შეიძლება ვიყო ბედნიერი??

რატო მართმევ ამის უფლებას?

? მეც და საკუთარ თავსაც :(

ხო იცი როგორ ძალიან მიყვარხარ :(

და რატო იქცევი ასე??

ნუთუ არ გინდა ბედნიერი იყო?

არ დაიღალე ამდენი დეპრესიულობით??

არ დაიღალე ამდენი მარტოობით???

ნუთუ არ გინდა ბედნიერს მხედავდე შენს გვერდით??

ნუთუ................???

რატო უნდა ვიჯდეტ ცალ-ცალკე და ვიცოდეტ რო ერთმანეტი გვიყვარს???

ხომ შეიძლება ერთად ვიყოთ???

ხომ შეიძლება გვიხაროდეს ერთად ყოფნა, სიყვარული....

მაგრამ რატომღაც ამაზეც უარს ამბობ...

მადლობა დღევანდელი დღისთვის...


ცოტა პოზიტივი შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში და ეს ცუხელ ღამე 03:50 ზე შემოსული სმს-ით დაიწყო, სულ რაღაც 1 სიტყვა ეწერა, მაგრამ მაგ სიტყვამ ბევრი რამ შეცვალა, ის ერთ სიტყვას ძალიან ძალიან დიდ ხანს ველოდებოდი და რო წავიკითხე თვალებიდან ცრემლები წამომიდა.... დილითაც მშვენიერ ხასიათზე გამეღვიძა .. ეგრევე გოგოებს დაუმესიჯე ნახვა მინდოდა :) ნუ რა თქმა უნდა ყავის სახლში იყვნენ :) ეგრევე ჩავიცვი და გავეშურე :) როგორც კი შევედი გოგოებმა ეგრევე დამცხეს რა მაგრა გახდიო :შ არა და აშკარად გასუქებული ვარ :) ნუ ამათ ხო არაფერს რა გამოაპარებს კაცი :) ხო და 3ემ დამიწყეს რო დღეს ნამეტანი ბედნიერი ხარო, თვალები გიბწყინავსო რა რაღაც :) არ ვიცი როგორ მაგრამ შევძელი და ერც ერთს არაფერი არ ვუთხარი :) ძალიან გამიხარდა ყველას ნახვა დღეს :) მარიამი რაღაც ნაღვლიანი იყო :( თაკა კი ბედნიერი იყო და ძალიან მიხაროდა ბედნიერს რომ ვხედავდი მას :) დეც არ იყო მთლად კაი ხასითზე მაგრამ ხო ვიცი როგორი ტიპიც არი :) ძალიან ძალიან მიყვარხართ :) მერე დიდი ხნის უნახავი და მონატრებული გიო და შაკო მოვიდნენ :) 2 წუთში დავიშალეთ და წამოვედით სახლებში :) ძალიან მინდა ისეთი ბედნიერი ვიყო როგორიც დღეს როცა ყავის სახლში მივედი....ბავშვებო მადლობა დღევანდელი დღისთვის :) ძალიან მიყვარხართ :) და შენც ძალიან მიყვარხარ :)

Friday, November 7, 2008

არაფერი არ გამომდის...


თითქოს ვცდილობ გავმხიარულდე მაგრამ ნაკლებად გამომდის...არა ზოგჯერ გამომდის მაგრამ მარტო რომ ვრჩები ისე ვიგრუზები :( არა და თითქმის სულ მარტო ვარ...ვცდილობ მარტო ვიყო...დღეს ბევრი ვიცინე თამრიკოსთან ძალიან ვიმხიარულეთ ყველამ... მაგრამ მაინც ვერ ვარ კარგად...არეული ვარ ძალიან...ჩემში, მასში,ყველაში და ყველაფერში ...ზოგჯერ მგონია რო ცუდი ვარ და არავის არ ვჭირდები :( წეღანაც ძალიან დავიგრუზე ... შაკოსთან ლაპარაკმა დამგრუზა, ნუ ხარ პესიმისტიო არა და არ ვარ აშკარად რეალისტი ვარ და ყველაფერს იმას ვამბობ რაც რეალობაშია :( საზიზღარი ვარ :( მოლა 5 დღეა არ გამოჩენილა და არც კი დავუმესიჯე :( არა და ადრე ერთი საღამო რო არ იყო ხოლმე ეგრევე ვწერდი...რაღაც პონტშI კაია...მარა ძალიან ძალიან არეული მაქ ყველაფერი :( თან ძალიან მიტყდება ის რომ ამ ბოლო დროს მე თუ არ დავუმესიჯე ან არ დავურეკე არავის მეც არავინ არ მირეკავსლ....ყველას დავავიწყდი..ყველამ დამიკიდა, თუ რა ჯანდაბა ხდება აზრზე არ ვარ :( არაფერი არ მინდა და არაფერი არ შემილია :( მინდა გავერკვიო ჩემს თავში რა მინდა და რა არა :( ასე მეტი აღარ შემიძლია