Thursday, January 29, 2009

1 თვე...


დღეს ზუსტად ერთი თვეა რაც ჩემი ცხოვრება შეიცვალა,... დღეს ზუსტად ერთი თვეა რაც ჩემი ცხოვრება შეიცვალა, არა ცხოვრება კი არა ალბათ უფრო სტატუსი შეიცვალა. ახლა უკვე გათხოვილი ქალი მქვია :) მაგრამ ჯერ ამას სერიოზულად არ აგვითქვამ, ანუ ისევ ისეთი ვარ როგორიც ადრე :) არანაირად არ ვარ არაფერში შეზღუდული :) უბრალოდ მარჯვენა ხელს "კალიცო" მიმშვენებს....ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი თუ ეს ყველაფერი ასე უცებ იქნებოდა... მაგრამ.... მოხდა და ახლა ბედნიერი ვარ :) ჩემს სახლში ყველა ქორწილზე ლაპარაკობს, რომელიც მე არ მინდა :( არასდროს მინდოდა გრანდიოზული ქორწილი... მინდა სადმე პატარა ეკლესიაში ჯვარი დავიწეროთ მერე ხელი მოვაწეროთ და ძალიან ვიწრო წრეში.... მაგრამ მამაჩემი ბრაზდება და ჩემი მამამთლიც :( ძალიან მინდა რომ გადავარწმუნო :( და დიდი იმედი მაქ რომ შევძლებ... ზოგჯერ ბევრი ემოციები მაქ მინდა ამოვიდე და დავწერო რაღაც მაგრამ მერე სულ მეფანტება ყველაფერი....ამოვდივარ კომპტან და ვერ ვიხსენებ რა უნდა დამეწერა... არა და ადრე როცა ჩემი ცხოვრება ერთ ფერში იყო სულ კომპთან ვიყავი და რაღაც სისულელეებს ვწერდი ხოლმე ... ეხლა კი აგარ...ყველა დღე რაღაც ახალით იწყება...და ძალიან მიხარია...

Monday, January 12, 2009

HAPPY NEW YEAR!!!!


პირველი პოსტია 2009 წელს :)

ჰო და ყველას გილოცავთ 2009 წლის დადგომას ძალიან მიყვარხართ :)

ბევრიიი ძალიააან მაგარი რაღაც მოხდა :) ყველაზე საშინელი წელი ყველაზე კარგად დამთავრდა და ასევე შესანიშნავად დაიწყო ახალი 2009 წელი :) ყოველი დღე რაღაც ახალით იწყება, სულ უფრო და უფრო საინტერესო. იმის დროც კი აღარ მაქვს რომ დავწერო რამე, ფორუმზე და ოდნაკლასნიკზეც იშვიათად შევდივარ... სკაიპზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია :) მიუხედავად იმისა რომ კომპი მთელი დღე თავისუფალი აღარ მინდა...დამეწყო გამოცდების კვირა... დღეს 1 უკვე ჩავაბარე... 18 ში მაქვს ბოლო გამოცდა და იმედი მაქ წარმატებით ჩავაბარებ...ცოტა კი მიჭირს მეცადინეობდა...მაინც ახალი სახლი, ახალი ოჯახი და რაღაც...

ვითომ კაბის ასარჩევად დავჯექი მაგრამ ჯერ არც კი მინახია არაფერი... ღმერთო რამდენი საქმე მაქ და ეს გამოცდები მეჩხირება უუუფ :( მაგრამ მოვასწერებ ყველაფერს მოვასწრებ....და ჯვრიწერისთვის ყველაფერი ძალიან კარგად იქნება :)

November 24-25, 2009

Friday, December 26, 2008

I'm happy :)



დიდი ხანია მინდა დავპოსტო და ვერ ვპოსტავ :)
არ ვიცი რა დავწერო :)
როცა კარგად ვარ არასდროს არ ვიცი რა უნდა დავწერო და ვერასდროს ვერ ვპოულობ შესაფერის სიტყვებს აი როცა ცუდად ვარ მაშინ კი მაგარი ვარ წერაში :)
მაგრამ როგორც ეხლა ვარ ამას კარგად ყოფნა არ ქვია :)
არ ვიცი რა ქვია
ზე- კარგად ვარ :)
ზე-ბედნიერი ვარ :)
ასეთი 3 წლის წინ ვიყავი...
და ახლაც ასე ვარ :)
და ისევ ამ ადამიანის დამსახურებაა....
და ყველაფერი დედას დამსახურებაც არის  რომელმაც სწორ გზაზე დამაყენა მისი ერთი სიტყვა საკმარი იყო ჩემთვის მან მხოლოდ ეს მითხრა: "მარიამ,ღმერთი გვაპატიობს შეცდომებს  და ჩვენ ადამიანები ხო მითუმეტეს უნდა ვპატიობდეთ ერთმანეთსო"
ეგრეც მოხდა ვაპატიე...და ახლა ბედნიერი ვარ...
ბედნიერი ვარ იმიტო რომ მიყვარდა ... დიდი ხანი მიყვარდა ....
და ახლაც მიყვარს...მასაც ვუყვარვარ ...და მთელი ამ დროის განმავლობაში ვუყვარდი...არასდროს გამჩენია ეჭვი მის სიყვარულში არასდროს...და მჯერა იმის რომ არ შემეპარება...2008 წელი კარგად დაიცყო...საშინელი ზაფხილი და შემოდგომა იყო...და სრულდება კიდევ უფრო კარგად ვიდრე დაიწყო...ზოგჯერ ბედნიერებისგან მინდა ვყვიროდე და ყველას ვეუბნებოდე როგორი ბედნიერი ვარ....მაგრამ თავს ვიკავებ...ბევრს გაუხარდება და ბევრს არა....არ ვიცი რა იქნება კიდე ამ წელს :) მაგრამ შეიძლება კიდე რამე საინტერესო მოხდეს :) )

ყველას ყველას ჩემს ბლოგერებს....ჩემს მეგობრებს....ჩემს ფორუმელებს....და ყველას მინდა მოვუხადო ბოდიში თუ რამე გაწყენინეთ...და იმედია 2009 წელს არანაირი წყენა აღარ იქნება ჩვენს შორის :)

Saturday, December 20, 2008

ემოციებით აღსავსე მე :)


ძლივს მოვაღწიე კომპტან :)

მთელი საღამო მობილით ვჯახირობდი , ეხლა კი როგორც იქნა კომპტან ვარ :)

როგორ მინდოდა გუშინ დამეწერა და ვერ მოვახერხე :(

მოგვიანებით გილოცავთ ნიკოლოზობას :)

წმინდა ნიკოლოზის ძალა და მადლი შეგეწიოთ....


გუშინ ემოციებით აღსავსე ვიყავი.... ძალიან კარგი დღე მქონდა...ძალიან ბევრი თოვლი....ვერ წარმოვიდგენდი თუ თბილისში იყო კიდე ამდენნი თოვლი....მე ძალიან მინდოდა ისევ თოვლი....მინდოდა რო მეგუნდავა...და მან ეს ამისრულა, წამიყვანა იქ სადაც ძალიან ბევრი თოვლი იყო...მართალი გზები ისეთი მოყინული იყო რო მთელი გზა ვკიოდი :(

მაგრამ საბოლოოდ როცა ავაღწიეთ და მანქანიდან გადმოვედი ჩემზე ბედნიერი არავინ არ იყო....ყოველშემთხვევაში მე ასე მეგონა...ბედნიერი ვიყავი იმიტომ რომ არაფერი აღარ მქონდა სადარდებელი....ყველა პრობლემას ხელი დავუქნიე დილით...ყველაფერს....ეხლა კი მარტო თოვლი და მასთან ერთად ყოფნა მახარებდა...თოვლი რომელიც ჩვენ ასე ძალიან გვიყვარს....ზამთარი ჯერ ეხლა დაიწყო და უკვე ამდენი თოვლი და ემოციებით აღსავსე მე :) მჯერა რომ 2008-2009 წლის წამთარი ყველაზე კარგად დამამახსოვრდება....


ეხლაც ვუყურებ თოვლს და ვფიქრობ ნეტა საღამომდე დადოს...რომ ისევ წავიდეთ პარკში ბეეეეეეეევრი ბავშვები და ვიგუნდაოთ.... ან ფორუმელებთან ერთად წავიდოდი საგუნდაოდ მაგრამ ეგ დღეს ვერ მოხერხდება სამწუხაროდ... დედას უნდა დაველოდო, დედა კი გვიან მოვა... ალბათ ხვალ დღისით ჯობია თუ ისევ იქნა თოვლი....თან ხვალ კვირაა და ყველა ისვენებს....

Thursday, December 18, 2008

Я научилась просто, мудро жить...

Я научилась просто, мудро жить,
Смотреть на небо и молиться Богу,
И долго перед вечером бродить,
Чтоб утомить ненужную тревогу.

Когда шуршат в овраге лопухи
И никнет гроздь рябины желто-красной,
Слагаю я веселые стихи
О жизни тленной, тленной и прекрасной.

Я возвращаюсь. Лижет мне ладонь
Пушистый кот, мурлыкает умильней,
И яркий загорается огонь
На башенке озерной лесопильни.

Лишь изредка прорезывает тишь
Крик аиста, слетевшего на крышу.
И если в дверь мою ты постучишь,
Мне кажется, я даже не услышу.

Monday, December 15, 2008

პირველი თოვლი...


საკმაოდ გვიანი იყო....მე თბილად შეფუთული კომპთან ვიჯეQი და კაკაოს ვსვავდი....ამ დროს სკყპეს პანჯარა გამოხტა....ადამიანის რომელიც დიდი ხნის წინ ამოვშალი სკაიპიდან.... "გაიხედე მარიამ, გარეთ თოვლი მოდის...ეს პირველი თოვლია რომელიც შენ ასე ძალიან გიყვარს....", უცებ წამოვხტი და ფანჯარას ვეცი....მართლაც თოვლი იყო....მსხვილი ფანტელები ცვიოდა ციდან...სასტიკად მომინდა გარეთ გასვლა... მაგრამ ვიცოდი რომ არარეალური იყო....ღამის 2 საათი იყო...მშურდა იმ ხალხის ვინც გარეთ შეიძლება ყოფილიყო....ამასობაში 3 საათი გახდა...ლოგინი გავშალე და დაწოლას ვაპირებდი,სანამ დაცწვებოდი გადავცყვიტე ნიკუშასთვის მიმეწერა, რომელიც გარეთ იყო...მივწერე და რამდენი წუთში პასუხიც მივიღე...თითქოს გულმა უგრძნო რო დაწოლას ვაპირებდი და მოვიდა რომ გამომელაპარაკოს ცოტა.....

დილით გავიღვიძე და პირველი ის ვიფიქრე თოვლი ხომ არ დადნა.... გადავიხედე და მართლაც დნებოდა...დნებოდა მაგრამ ისევ მოდიოდა....თოვლის ფიფქები შეუჩერებლივ ეცემოდნენ ატალახებულ მიწაზე....ჩავიცვი და გავედი...იდეაში სემინარი მქონდა....მივდიოდი და სად მივდიოდი არ ვიცოდი....ვცდილობდი თოვლში მევლო....და ბედნიერებისგან არ ვიცოდი რა მეკეთებინა, პატარა, სულელი ბავშვივით დავდიოდი....და ვგრძნობდი ფიფქები რომ სახეზე მადნებოდა...სემინარის დაწყებამდე სულ რაღაც 5 წუთი იყო დარჩენილი მეტრო "ავლაბართან" რომ ჩამოვედი მარშუტკიდან.... და მე არ ვჩქარობდი...ნელ-ნელა მოვუყვებოდი ქუჩას და ისევ ვცდილობდი ისეთ ადგილას დამედგა ფეხი სადაც ჯერ თოვლი იყო....2ვე სემინარი წარმატებულად ჩავაბარე...სახლში მოვედი და მთელი დღე ჩემს საყვარელ სავარძელში კაკაოს უზარმაზარო ჭიქით და კარგ ფილმით გავატარე....ძალიან კაი დღე იყო...
მიუხედავად იმისა რომ საშინლად მტკივა ყელი და ყური.... და სიცხე მაქ ტითქის 39 :( მაგრამ ეგ არაუშავს.... გამივლის :*