Sunday, December 7, 2008

სახლში ხმაურმა გამომაღვიძა... მუშებს დაუწყიათ მუშაობა,ჩემები ხმამაღლა ლაპარაკობდნენ რომელი ოთახი რა ფრად შეღებონ...ვხედავ რო ყველა ემზადება....ემზადება ახალი წლისთვის...ახალი სახლითვის...ყველაფერი ახალისთვის.... დედას გავძახე და წვენი მოვატანინე....
მიუხედავად გუშინდელი საშინელი ღამისა დღეს თავს კარგად ვგრძნობ....სასიამოვნო ამინდია გარეთ... მაგრამ მეზარება ყველაფერი... ვუყურებ ლოგინს და ვფიქრობ ეხლა ამას რა აალაგებს თქო...
მერე გამახსენდება გუშინდელი საღამო...და ზოგადად ამ დღეებში მომხდარი ყველაფერი....გუშინ სანამ ჩამეძინებოდა იმ წამამდე ღაპა-ღუპით მომდიოდა ცრემლები...

ღამეც კი, როცა დავწექი და გივიკოს დავურეკე...ცრემლებს ძლივს ვიკავებდი...
არ მინდოდა ეგრძნო რო ვტიროდი....
არ მინდოდა მიმხვდარიყო რომ ცუდად ვიყავი...
ვცდილობდი მეცინა, მეხუმრა... რაღაც სისულელეები გავიხსენეთ...როგორ გავიცანით ერთმანეთი, როგორ გავიცანი ჯაბა, ია :) ესენი ყველა ფორუმმა გამაცნო...3ვე ძალიან მიყვარს და მიხარია რო მყავს....გივიკოს ვუთხარი ფორუმიდან წამოვედი მეთქი, და გაგიჯდა... მაგრამ ჩემს "ვიტ-ჯორჯია"-ს თემაში მაინც დავპოსტავ ხოლმე....
აი ფლეიმზე ლაპარაკი ზედმეტია საერტოდ...და შენ ეს იცი...
ისიც იცი რატომ ვიქცევი ასე...და ვერ გამამტყუნებ...ეს ყველაზე კაი საქციელი იყო რაც კი გამიკეთებია...და კიდე ის მომწონს რაც გუშინ გელაპარაკე...ის მძიმე და გულახდილი საუბარი...იმიტომაც აღმოჩნდა ბოლო....
მე კიდე ბევრი რამის თქმა მინდოდა შენთვის მაგრამ არ მქონდა ამის უფლება....შეილება არც იმის უფლება მქონდა რაც გიტხარი...მაგრამ მადლობა რომ გამიგე....დეს ბლოგზე შევიჭყიტე დღეს...და რაღაც სევდიანი მომეჩვენა...ისევ გიტირია ჩუმად, გიტირია შენთვის... ეს სიტყვები რო წავიკითხე ცრემლები წამომივიდა.... ხო მიტირია....შენთვის მიტირია....და ჩემტვის მიტირია...ჩემი სიყვარულის გამო მიტირია...არა, არ გაყვედრებ არც ერთ ცრემლს... არც ერთ სიმწერეს...არაფერს....პირიქით დიდი მადლობა...მადლობა იმისთვის რომ ამ ურტრიერთობამ ბევრ რაღაცას მიმახვედრა, და ბევრი ადამიანის სახე დამანახა....

9 comments:

ShakoM said...

არადა ყველაზე ძალიან ეგეთი დასასრული არ მინდოდა... მარა ...

MaRiaM said...

ara,shako ase jobia namdvilad....chemtvisac SenTvisac da yvelasTvisac vinc ki am speqtaklshi miigo monacileoba...

თაკა said...

veraferi gavige martla ogond

ShakoM said...

ესე რო ჯობია მაგაში გეთანხმები მარა ეგეთი ფორმით არ უნდა მომხდარიყოთქო :)

marazma: შენ რას გაიგებ მეთქვითონ ვერაფერი გამიგია და

MaRiaM said...

eg ukve chemi brali agar ari shako :)

kaxelo said...

MaRiaM : მართალი ხარ... ჩემი ბრალია...

Dea Chill said...

ar gindat rejisori viqnebi da erti seriali movartyat,mayuts movxevt xo icit aseti ragaceebi rogor uyvart dgevandel saqartveloshi:))))

mari morchi tirils,gimilis droa:):*

ShakoM said...

Chill_Out :


სვანი რეჟისორი და ვენესუელური სერიალი :D :D ვა რა მაგარიააააა ::D

MaRiaM said...

de,mojno podumat :D :D

morchenilia :*